თეგებით ძიება

როგორი იქნებოდნენ დინოზავრები ახლა, რომ არ გადაშენებულიყვნენ? - (ფოტო)

როგორი იქნებოდნენ დინოზავრები ახლა, რომ არ გადაშენებულიყვნენ? 66 მილიონი წლის წინ, დედამიწას ათი მილიარდი ატომური ბომბის ძალით ასტეროიდი დაეცა და ევოლუციის მიმართულება შეცვალა.

ცა ბნელმა მოიცვა და მცენარეებმა ფოტოსინთეზი შეწყვიტეს. ჯერ მრავალი მცენარე გახმა, შემდეგ კი ის ცხოველები, რომლებიც მათ ჭამდნენ. კვების ჯაჭვი ჩამოიშალა. სახეობათა 90 პროცენტი მოისპო. როცა მტვერი დაიწმინდა, გადაშენდა ყველა დინოზავრი, გარდა რამდენიმე ფრინველისა.

თუმცა, სწორედ ამ კატასტროფულმა მოვლენამ გახადა შესაძლებელი ადამიანის ევოლუცია. გადარჩენილი ძუძუმწოვრები აღორძინდნენ; მათ შორის იყვნენ პატარა პროტოპრიმატებიც, რომლებისგანაც ჩვენ უნდა მოვდიოდეთ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ასტეროიდი დედამიწას ასცდა და დინოზავრები გადარჩნენ. წარმოიდგინეთ მაღალგანვითარებული მტაცებლები, რომლებიც თავიანთ დროშას მთვარეზე აღმართავენ. დინოზავრი მეცნიერები აღმოაჩენენ ფარდობითობას, ანდაც განიხილავენ იმის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას, რომ დედამიწაზე ძუძუმწოვრები ბატონობდნენ.

წყარო: პირველი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა