თეგებით ძიება

„პრემიერის განცხადება სტუდენტებს შეურაცხყოფს“ – „საქართველოს უნივერსიტეტი“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს უნივერსიტეტი“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით.

„ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი.

ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“.

საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედთან“, პრემიერმა „საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განაცხადა: „ფრანკლინის კლუბში წამლავენ ახალგაზრდებს“, რაც არის „პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“; „ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში“ „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები […] იქცეოდნენ ყველაზე პროვოკაციულად და გამომწვევად, […] ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში [სამართალდამცავებთან]“ „უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ერთ ლარად გადასცა თავის დედას“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა