თეგებით ძიება

საქართველოდან რუსეთში შემოსულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა - რას წერს რუსული მედია?

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შემოსული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერზე ირბეკ ტომაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა - 14 000-ზე მეტი ადამიანი" , - განაცხადა ტომაევმა.

მედია წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა