„ქუჩაში სირბილის მეტი რა გაუკეთებია ან რა იცის საერთოდ...“ - ხუხაშვილი ხაბეიშვილზე
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და საზოგადოება ლიდერად ვერ მიიღებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაბეიშვილის ლიდერობით მე ვერსად ვერ ვხედავ, პარტია დაანგრიეს, აღარ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ, ხაბეიშვილს ვინმე დასავლეთში სერიოზულად შეხედავს? ქუჩაში სირბილის მეტი რა გაუკეთებია ან რა იცის საერთოდ.
პარტია ვეღარ წამოდგება ფეხზე, ეს ცხადია. ხაბეიშვილი შეიძლება, ქუჩაში მაგარია, მაგრამ პარტიის ლიდერი? ამ საზოგადოებას პრობლემები აქვს, მაგრამ არც ისე დიდი პრობლემები, რომ ხაბეიშვილი მიიღოს ლიდერად. მასობრივი აქციები იყო და ხაბეიშვილი ახლოსაც არ მიუშვეს. მე არ მაქვს მისი საწინააღმდეგო არაფერი, თავის საქმეში შეიძლება მაგარია, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერი, აბსოლუტურად არასერიოზული ფიგურაა. რემბო ხომ არ არის, მარტომ რა უნდა გააკეთოს? მას ხალხი არ აჰყვება, ხაბეიშვილის დაძახებულზე არავინ გამოვა. თვითონ ხაბეიშვილმა და მერაბიშვილმა რაც არ უნდა გეგმონ, ხალხის მხარდაჭერა თუ არ იქნა, რა უნდა გააკეთონ? ისინი პოლიტიკური პარაზიტები არიან, მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.