გადავლენ ზღვარს? მიიღებენ უარეს აქციას - ელენე ხოშტარია
პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ, პარლამენტის, სასამართლოსა და სხვა უწყებების შეცვლას უნდა მიაღწიოს.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის როლი. იმ თემების ჩამოყალიბების, რაზედაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ „ოცნებას“. გადავლენ ზღვარს? მიიღებენ უარეს აქციას. ყველა არასამთავრობო მობილიზებულია, რას ჰქვია, ვიღაცას პასუხი უნდა მოსთხოვონ? იქით მოეთხოვებათ მათ ამ ყველაფერზე პასუხი და კიდევ უფრო მეტზე. ძალიან ბევრი კონკრეტული ამოცანაა ახლა რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაში და რაზედაც მიდის კონსულტაციები. ჩვენ არ გვინდა არამარტო ეს კანონი, არამედ არ გვინდა რუსული სასამართლო, რუსული სუსი, რუსული არჩევნები, რუსული პარლამენტი, აი, ამ ყველაფერს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.