თეგებით ძიება

"ქალი დაგვემალა. იდგა და ტიროდა. სცხვენოდა და ტიროდა..." - რა შეემთხვა აკა სინჯიკაშვილს მაღაზიაში?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილს წერს ქალზე, რომელმაც მაღაზიაში შოკოლად უფულობის გამო ვერ იყიდა და დარჩხვენილი ატირდა.

"ახლა, მაღაზიაში, ქალი ყიდულობდა რაღაცას. უკან ორი კაცი ვედექით. 

- ბარათზე საკმარისი თანხა არ არის ქალბატონო - ეუბნება მოლარე.

დავხედე და ერთადერთი ყველაზე პატარა შოკოლადი უდევს. ბამბინოა თუ ბარამბინო თუ რაქვია. ქალი მთლიანად გაწითლდა - ბოდიში - უთხრა მოლარეს და უკან წაიღო დასადებად.

 აუჰ ჩვენ ორივე ამსისქე კაცი  გავიქაჩეთ - "რას ამბობთ ქალბატონო, ჩემსას გავატარებ". "როგორ გეკადრებათ, უკან არ დადოთ".

"ღმერთოჩემო ერთი წუთით.."

"ეს შოკოლადები ყველა გაატარე ჩემიძმა"

ქალი ცრემლიანი ეცა კარს და გარეთ სირბილით გავარდა.

ორ წამში გავეკიდეთ ორივე, გადავაქოთეთ ყველაფერი და ვერ ვიპოვეთ.

შევეშვით ბოლოს რა. ვერცერთმა ჩვენთვისაც ვეღარაფერი ვეღარ ვიყიდეთ.

სახლისკენ წამოვედი და ოცი მეტრით აქეთ, სადარბაზოში დავინახე.მივხვდი, რომანდ არ ცხოვრობდა, უბრალოდ დაგვემალა.

 ვერ მივედი, იმიტომ, რომ იდგა და ტიროდა. სცხვენოდა და ტიროდა. ძალიან სცხვენოდა და ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა - დედა შოკოლადი მომიტანე?  ქალი ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა - არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო...", - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა