სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი კადრები სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა, სადაც ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.