თეგებით ძიება

"თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა, თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი" - ნიკოლოზ რაჭველი ახალგაზრდებს

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში იმ ახალგაზრდების შესახებ წერს, რომლებიც 7-8 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას ესწრებოდნენ.

"თანავუგრძნობ ყველას, ვინც იძულებულია ის აზრი გამოთქვას, რაც სინამდვილეში დისკომფორტს უქმნის… ასეთი მრავლად ვნახე ამ ბოლო დღეების განმავლობაში… 

არადა რა ღირებულებებისკენ დააფიქსირა ჩვენმა ახალგაზრდობამ სწრაფვა? იმისკენ, რომ რასაც გული კარნახობთ ისე იქცევიან და სულაც არ ადარდებთ რას იტყვიან მათზე მეზობლები, დედმამის თანამშრომლები თუ ზოგიერთი კომფორმისტი ლექტორი…

ოჰ, რა მაგარია ახალგაზრდობა და რა სანუკვარია ნამდვილი თავისუფლება, ყოველგვარი საბჭოთა კლიშეებისა და თავს მოხვეული ვალდებულებების გარეშე… 

მიდით ახალგაზრდებო, თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი, რომ სწორ ღირებულებებზე აღმოცენდეთ და გაიხაროთ! 

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ 

დილის განახლება: 

P.S. არანორმალურად დიდი ენერგია დაახარჯეთ სწავლას, განათლებას და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებას თქვენში! სამშობლო უსაზღვროდ გიყვართ, ეს ჩანს, სამშობლოს კი ყოველთვის მეტად უყვარს განათლებული, ღირსეული და სამაგალითო შვილები!!!", - წერს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა