თეგებით ძიება

არ გაბედოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა - ოსი ექსპერტი ქართველებს მიმართავს

რუსეთში მოღვაწე ექსპერტი, ალან მამიევი ქართველებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ არ გაბედონ ოკუპირებულ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა. ამის შესახებ მან გადაცემაში "სოლოვიოვ ლაივი“ განაცხადა.

"რუსები იმიტომ იბრძვიან ასე ფრთხილად უკრაინაში , რომ თავის სისხლს და ხორცს ებრძვიან. და ამ ფსიქოლოგიურ ბარიერზე ვერ გადააბიჯეს. ნუ მართლა კიევის ლავრაზე თერმობირთვულ დარტყმას ხომ არ განახორციელებენ. ისინიც რუსები არიან, მართლმადიდებლები და ა.შ. რაც შეეხება თბილისსა და ასტანას, ეს არ არის რუსული ქალაქები. ამიტომ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე თქვენს წინააღმდეგ ეს იარაღი გამოყენებული იქნება, თუ თქვენ იფიქრებთ, რომ რუსეთი ახლა სუსტია, რომ ის უკრაინით არის დაკავებული. ბიჭებო, თქვენთვის ეს ცუდად დამთავრდება“, - ამბობს ალ მამიევი.

მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად დაიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. 

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა