თეგებით ძიება

პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი?

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.

„2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან სრული ავტოპარკის საწვავის შესაძენად გამოყოფილ იქნა 1 904 963.96 ლარი, აქედან, 2020 წლის დეკემბერში − 35 706.38 ლარი. 2021 წელს გამოიყო 779 720.24 ლარი, 2022 წელს − 1 025 250.52 ლარი, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარში − 64 286.82 ლარი.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 7950 ლიტრი საწვავი გამოიყოფა “, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა