აბსოლუტურად არასერიოზული ფიგურაა, ქუჩაში სირბილის მეტი არაფერი გაუკეთებია - გია ხუხაშვილი ხაბეიშვილზე
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილსი შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და საზოგადოება ლიდერად ვერ მიიღებს.
"პარტია ვეღარ წამოდგება ფეხზე, ეს ცხადია. ხაბეიშვილი შეიძლება, ქუჩაში მაგარია, მაგრამ პარტიის ლიდერი? ამ საზოგადოებას პრობლემები აქვს, მაგრამ არც ისე დიდი პრობლემები, რომ ხაბეიშვილი მიიღოს ლიდერად. მასობრივი აქციები იყო და ხაბეიშვილი ახლოსაც არ მიუშვეს. მე არ მაქვს მისი საწინააღმდეგო არაფერი, თავის საქმეში შეიძლება მაგარია, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერი, აბსოლუტურად არასერიოზული ფიგურაა. რემბო ხომ არ არის, მარტომ რა უნდა გააკეთოს? მას ხალხი არ აჰყვება, ხაბეიშვილის დაძახებულზე არავინ გამოვა. თვითონ ხაბეიშვილმა და მერაბიშვილმა რაც არ უნდა გეგმონ, ხალხის მხარდაჭერა თუ არ იქნა, რა უნდა გააკეთონ? ისინი პოლიტიკური პარაზიტები არიან, მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ ეთერში.