თეგებით ძიება
14. 03. 2023 მსოფლიო

ომი, უკრაინელი ბავშვების გატაცება - შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი დააკავონ?

უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების დაკავების ორდერი მოითხოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. 

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავს.

ამ ეტაპზე  უცნობია, რომელი რუსი პირების წინააღმდეგ მოითხოვს პროკურორი ორდერის გაცემას, თუმცა, როგორც NY Times წერს, არ არის გამორიცხული ბრალი რუსეთის პრეზიდენტსაც წარუდგინონ, რადგან საერთაშორისო სასამართლო არ ცნობს ქვეყნის პრეზიდენტის იმუნიტეტს, თუ ბრალდება ომის დანაშაულებს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

საუბარია უკრაინელი ბავშვების გატაცების, და უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების გამოძიებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა