თეგებით ძიება

"ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა, მიმდინარეობს საკმაოდ რთულად ...შემოიტანეთ ვაქცინა! სასწრაფოდ საჭიროა ვაქცინაცია!" - რა ინფორმაცია ვრცელდება?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე ნადირაძე საქართველოში ჩუტყვავილას ეპიდაფეტქებაზე წერს და სახელმწიფოს ვაქცინის შემოტანისა და ვაქცინაციის დაწყებისკენ მოუწოდებს.

"ამჟამად ქვეყანაში არის ჩუტყვავილას ეპიდაფეთქება, ინფექცია მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, მისი დამარცხება აღარ ხდება, ოჯახის წევრების ალერსით, სურვილების ასრულებით და აბა, ბატონები არ გავაბრაზოთი!!!

აქამდე ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ შედიოდა გეგმიური აცრების კალენდარში, მაგრამ ახლა სასწრაფოდ საჭიროა ვაქცინაცია!

ამაზე საჭიროს და აუცილებელს რა ჯანდაბას აკეთებს ჯანდაცვა და მთავრობა? შემოიტანეთ ქვეყნაში ვაქცინა!!!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ეს მართლა, ინფექცია იმდენად რთულად მიმდინარეობს მოზარდებში და უფროსი ასაკის ადამიანებში, ეს მართლა არ არის "შეხვდეს ბარემ მოიხადოს" ვირუსი. 

ასევე მშობლების საყურადღებოდ! ჩუტყავილით ინფიცირებული იზოლაციიაში უნდა იყოს 21-23 დღე და არა 9 დღე! 

რეგულაციის არ დაცვამ გამოიწვია სწორედ ეს ეპიდაფეთქება!", - წერს ნადირაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა