თეგებით ძიება

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

"ქართული ოცნების“ დეპუტატი და ყოფილი რაგბისტი, დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით!არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოკითხეთ პასუხი!

ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!!

რა ხდება კაჭიო?!“, -წერს კაჭარავა.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა