თეგებით ძიება

"მნიშვნელოვანი მიღწევაა" - ამერიკის წამლის სააგენტომ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი სპრეი დაამტკიცა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი სპრეის დაამტკიცების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"ამერიკის წამლის სააგენტომ (FDA-მ) ფაიზერის მიერ წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ ფაიზერის (Pfizer) მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.

ფაიზერის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

„ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, — წერს განცხადებაში ფაიზერი.

პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.

„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა