თეგებით ძიება

20 ივნისის შემდეგ მეორედ, ხელისუფლებამ მშვიდობიან აქციაზე საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა - ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლება ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალების დამთხრელი ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ მეორედ, მშვიდობიან აქციაზე თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს.

წითლიძის თქმით, ამის ერთ-ერთი ფაქტი არის ზაზა ბუღიაშვილი, რომელმაც 7-8 მარტის აქციაზე დარბევისას მხედველობა დაკარგა.

აღნიშნულის შესახებ ანი წითლიძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპოტალში“ განუცხადა, სადაც 7-8 მარტის აქციებზე დაშავებული მოქალაქე, ზაზა ბუღიაშვილი მოინახულა.

„მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შსს-ს და სპეცრაზმს მადლობას უხდიან, თითქოს ეს აქცია მშვიდობიანად დაარბიეს, ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს მიღებული. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, რომ დაზარალებულს დაზარალებულის სტატუსი სასწრაფო წესით მიანიჭოს და აწარმოოს ეფექტური გამოძიება, შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენება რამდენად პროპორციული იყო 7-8 მარტის აქციაზე. გარდა ამის, მოვუწოდებ შსს-ს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლებით დაწყებული საქმეები აქციის მონაწილეებზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა