თეგებით ძიება

ვითხოვთ ფქვილზე მოსაკრებლის შემოღებას... ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ - ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ.

„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. გასული წლის ვითარება მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. გასულ წელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას.

ვითხოვთ ფქვილზე მოსაკრებლის შემოღებას. ამ შემთხვევაში, გარანტიას ვიძლევით, რომ პურის ფასთან მიმართებაში, ფასი შენარჩუნებული იქნება. მეორე-გარანტიას ვიძლევით, რომ ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც ფერმერებთან არის დაგროვილი, რეალიზებული იქნება წისქვილკომბინატების მიერ. მესამე-გარანტიას ვიძლევი, რომ საქართველოში იქნება ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს სილაგავა მედიაცენტრ „მთავარში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა