თეგებით ძიება

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა "ჭავჭავაძის ცენტრის" ოფისში ქვა შეაგდეს - დაშავებულია ცენტრის თანამშრომელი

პარლამენტთან მიმდინარე "ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა, "ჭავჭავაძის ცენტრის" ოფისში ქვა შეაგდეს, დაშავებულია ცენტრის თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ავრცელებს.

"არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის", - წერს ცენტრის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა