თეგებით ძიება

"მოვკვდი და თავიდან დავიბადე..." - რას წერს ემიგრაციაში წასული ქართველი ჟურნალისტი?

ქართველი ჟურნალისტი, ნათია კოპალიანი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, უცხო ქვეყანაში პირველ იუბილეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დღეს, ჩემი უცნაური დაბადების დღეა. საბოლოოდ დავრჩით - ღმერთი, მე და ჩემი ქარიშხლები, სულ მარტო. ყველა იმ ადამინისგან შორს ყოფნა ვინც მიყვარს, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორად, ახლაც მიჭირს. ბედისწერის, ცხოვრებაში პირველად დავიჯერე. დავიჯერე, რომ წარსულს შეუძლია მარტო ცხოვრება კი არა, მომავალიც წაგართვას. 

ამიტომ, მოვკვდი და თავიდან დავიბადე, ეს ჩემი მეორე “ნიახურივით” ცხოვრების პირველი დაბადების დღეა.

ახალი სახელიც მაქვს, თავს ვაჯერებ,  რომ იტალიელი ვარ, უბრალოდ იტალიური ცუდად ვიცი. რამდენჯერ დავფიქრდი, იმდენჯერ შემეშინდა, მაგრამ რაც აქ ვარ სახლიდან შორს,  მთელს ძალისხმევას საკუთარ სისუსტეებთან და შიშებთან ბრძოლაში ვხარჯავ. აქ  აღმოვაჩინე, რომ უკიდურესად მეშინია მარტოობის, ამიტომ  ხან წარმოუდგენლად უბედურად ვგრძობ თავს, ხან გასაოცრად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემი მეგობრები მამშვიდებენ, რომ ეს მალე გადამივლის და დროებითია. 

მეც ველოდები, როდის შევძლებ საკუთარ თავზე გავიმარჯვო და მივიღო ყველაფერი, რასაც ცხოვრება მთავაზობს. 

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო თავო, და ისე როგორც ყოველ დღე, დღესაც გეტყვი :”ცოცხალი ხარ გოგო, იარე!", - წერს კოპალიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა