თეგებით ძიება

"დაუძინებელი აგრესია კაცს, ქვეყანას, საზოგადოებას, სახელმწიფოს შიგნიდან ჭამს" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მუღულია სოციალურ ქსელებსა და ქვეყანაში არსებულ აგრესიაზე წერს და აღნიშნავს, რომ აგრესია ადამიანს შინაგანად ჭამს.

"შუშანიკის წამებაში" წერია ვარსქენზე: "ბოროტებდა და იტყოდა..." (დედოფალს  მიმართავდა ღვარძლიანად, როცა უმოწყალოდ აწამებდა: ხომ ხედავ, ვერაფრით გამოგადგა ვერც შენი ღმერთი და ვერც ეკლესიაო). 

ძალიან საინტერესო შემასმენელია "ბოროტებდა" და უკიდურესად თანამედროვედაც გამოიყურება დღევანდელი სოციალური ქსელებისთვის.

ადამიანები მათში ძლიერად და პაუზის გარეშე ბოროტებენ.

ზოგიერთს, ასე ჩანს, სხვა საქმე საერთოდაც არ აქვს.

ასეთი დაუძინებელი აგრესია კაცს, ქვეყანას, საზოგადოებას, სახელმწიფოს შიგნიდან ჭამს და ყველაფრისთვის (ემანდ რამე არ გამორჩეს!) გაფაციცებით ცოცხალია.

იერონიმ ბოსხის ნიჭიერება სჭირდება ამ მომაკვდინებელი  მოვლენის დახატვას.

გაიხედეთ გარეთ, რა კარგი ამინდია, როგორი დილა გათენდა, შეხედეთ ცას და გაიხსენეთ, რომ ღმერთისგან შექმნილ ყოველ ადამიანს ასეთი ცა საკუთარ სულშიც აქვს.

გახსოვთ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები? - "ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?!"

საქართველო თითოეულ ჩვენგანში მეტი სიკეთის ღირსია.

"ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"?

შესაძლოა, ასეა, მაგრამ ბედი ხომ ცდაა.

რაც შეიძლება მეტმა ვთქვათ ყველას გასაგონად - როცა ბევრი ეცდება, იქნებ ერთს მაინც გამოუვიდეს.

"ბოროტებდა და იტყოდა..."

ნეტავ, როგორი თვალები ჰქონდა იაკობ ხუცესს, ამას რომ წერდა...", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა