"დედამისს ნუ ლანძღავთ, რა ადამიანები ხართ! მისი მეორე პატარა სიკვდილს ებრძვის" - ბათუმში, ბატუტზე დაღუპული ბავშვის ფოტო ვრცელდება
"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს ბავშვის დედის გალანძღვისგან თავი შეიკავოს.
"ბატუტზე გარდაცვლილი 10 წლის ბავშვი.
ხალხო, დედამისს ნუ ლანძღავთ, რა წესია ეს, რა ადამიანები ხართ საერთოდ?!!! მისი მეორე პატარა, 3 წლის შვილი, დანიელი სიკვდილს ებრძვის და თქვენ დედამისი გაასწორეთ მიწასთან. შეგნებულად არ ვწერდი ამდენი დღეა არაფერს ამ თემაზე, მაგრამ ამდენი სალანძღავი კომენტარი რომ დავინახე, დედაზე გავმწარდი!!! დედა უკრაინელი ყავს ამ ბავშვს, მამა ქართველი ბათუმელი!!! უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ქონდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა!!!
ნამუსიან და უნამუსო ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ ნამუსიანებს სხვის მიერ ჩადენილი უკეთურებისაც სცხვენიათ, უნამუსოებს კი საკუთარი ჩადენილისაც არა.
რატო გაცივდით? რატო უხეშობთ? რატო ილანძღებით? რატო იბოღმებით? განა ეგ არის ქრისტიანობა? გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ეს სიტყვები სულ დაივიწყეთ? ჩვენ არ ვაცვით უფალი იესო ქრისტე ჯვარს? ჩვენ არ გამოვუტანეთ განაჩენი? უფალმა დაგვსაჯა ჩვენ? არა. მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა. მან ჩვენ ყველა ცოდვა მოგვიტევა. უფალმა ჩვენ თავის ხატებად შეგვქმნა. იყავით ადამიანებად და იცხოვრეთ ადამიანურად. ზოგჯერ მაინც გადაშალეთ ბიბლია და წაიკითხეთ. ეკლესიში შედიხართ ადამიანები გარეთ გამოდიხართ არაადამიანები. გარეთ სულ გავიწყდებათ ღმერთი, ადამიანობა, სიყვარული, მოყვასი და ქრისტიანობა.
რა ძალიან გადიდგულებულხარ სიკვდილო?!
გაბედე და თავი გაგვიტოლე!
რა იფიქრე?
არც ისეთი პატარები ვართ ტკივილის სიღრმე ვერ ვიგრძნოთ ..
არც ისეთი დიდები, ისე გადავიტანოთ, რომ არ გაგვიტანოს !!!
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
სიკეთის სანაცვლოდ ამდენი ტალახი??? რამ გადაგაგვარათ ასე ადამიანებო, რამ???.....რატომ გავიწყდებათ,რომ მე რკინა არა ვარ, მეც მაქვს გული. ასეთს რა დარდუბალას ეძებთ, ყველაზე მთავარს, ადამიანობას რომ კარგავთ???... შემირცხვენია, ყველაფრის დავიწყების სანაცვლოდ მოპოვებული!!!!! არ დაგავიწყდეთ, მთავარ სიტყვას უფალი ამბობს!!!!!........
პ.ს. როგორ მიკარგავენ ადამიანები სიკეთის კეთების სურვილს...მადლიერებას არ ვითხოვ...ვიცი, ზოგს ამის უნარი საერთოდ არა აქვს და ყოველთვის უმადურია... რა ქნას, ასე გაიზარდა...არც სამაგიერო სიკეთეს ველოდები...არც ქება მინდა... უბრალოდ, იცხოვრეთ უჩემოდ...
ძალიან მაინტერესებს, რამ გააბოროტა და გაამწარა ეს ხალხი ასე, რომ ადამიანობასთან ერთად გრამი სირცხვილის გრძნობაც აღარ შერჩათ.
P.S. გულის ამრევ და ამაზრზენ ერთუჯრედიან ამებად იქცა ადამიანი, რომელსაც ის ერთი უჯრედიც მხოლოდ სიბოროტისთვის განუვითარებია, გრცხვენოდეთ!!! ადამიანს რომ შუბლის ძარღვი გაუწყდება, მერე ადვილია ცხოვრება. "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი", - წერს სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ბათუმის ბულვარზე, ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვენი იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი კმძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.