თეგებით ძიება

მამაჩემი თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს მოკვდება - ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, მსჯავრდებული პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ საკაშვილმა განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"როდესაც მან ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარა, ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა, ის ცხოვრობდა უკრაინაში, ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობდა საქართველოში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან. ვიცოდით, რომ მას დააპატიმრებდნენ, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ - რომ ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძოლებდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა