თეგებით ძიება

"ასე სპონტანურად ამდენი პატრიოტის შეკრება დასაფასებელია, გენაცვალეთ" - ხათუნა ხოფერია "ალტ-ინფოს“ აქციაზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში "ალტ-ინფოს“ პარლამენტთამ გამართულ დღევანდელ აქციას ეხმაურება და დადებითად აფასებს.

"ალტ- ინფო, ვიფიქრე, იმ ქარაქუცა ქაცარავას ჩვენი კონსერვატორი ბიჭებიც ასროლინებენ ქუსლით ქვასთქო და მოსვლაც არ მიფიქრია… ფეხებში ხომ არ გაგებლანდებოდით… მერე იტყოდა ვინმე პროვოკატორი, ქალები აიფარესო!თუ ომის პარტიების და მეორე ფრონტის მოსურნეთა წინააღმდეგ რუსთაველზე გასეირნებას აპირებდით, მეც გამოვისეირნებდი და უამრავი, მართლა უამრავი ვიქნებოდით თქვენთან ერთად!ისე, ასე სპონტანურად, ამდენი პატრიოტის შეკრება, დასაფასებელია!გენაცვალეთ, ქართველებო! “, - წერს ყოფილი დეპუტატი.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა