თეგებით ძიება

"დაბომბილი ხერსონიდან წამოვიდნენ, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ქონოდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა" - შოთო სიხარულიძე ბათუმში დაღუპული 10 წლის ბიჭის ოჯახზე

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახის შესახებ წერს.

"მაშინ, როცა ქარცეცხლიდან ომიდან აღწევ თავს შვილები გამოგყავს იმ საშინელებიდან ეგუები ახალ გარემოს და იწყებ თავიდან ცხოვრებას ასეთი, რამ ძალიან მძიმეა უფალმა გამძლეობა მისცეს დედასვიზიარებ მის მწუხარებას.

დედა უკრაინელი ყავს ამ ბავშვს მამა ქართველი ბათუმელი!!!  უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ქონოდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა!!!

ვუთანაგრძნობთ პირველრიგში დედ-მამას როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.  პატარა დავიდს  ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის  სამოთხის ანგელოზები)

შეგნებულად არ ვწერდი ამდენი დღეა არაფერს ამ თემაზე მაგრამ ამდენი სალანძღავი კომენტარი რომ დავინახე დედაზე გავმწარდი!

დედა უკრაინელი ყავს ამ ბავშვს მამა ქართველი ბათუმელი!!!  უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ქონოდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა!!!

მაშინ როცა ქარცეცხლიდან ომიდან აღწევ თავს შვილები გამოგყავს იმ საშინელებიდან ეგუები ახალ გარემოს და იწყებ თავიდან ცხოვრებას ასეთი რამ ძალიან მძიმეა უფალმა გამძლეობა მისცეს დედასვიზიარებ მის მწუხარებას", - წერს შოთო სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ბათუმის ბულვარზე, ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვენი იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი კმძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა