მე ჩამოვხსენი, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია - ზურა მახარაძე EU-ს დროშაზე
"ალტ-ინფოსა" და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზურა მახარაძემ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ EU-ს დროშა თვითონ ჩამოხსნა.
"ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ ევროკავშირის დროშა, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს", - განაცხადა მახარაძემ.
პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.