რამდენჯერაც ჩამოხევენ ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება ევროპული მომავლის დასაცავად - სალომე სამადაშვილი
რამდენჯერაც ჩამოხევენ პაპუაშვილი და სხვები რუსეთის დავალებით ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"შალვა პაპუაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ იქნებოდა თვითონ რომ ჩამოეხია ევროკავშირის დროშა, ან მის თანაპარტიელ კობახიძეს, ან ღარიბაშვილს. მე შევახსენებ საზოგადოებას იმ განცხადებებს, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ხნის მანძილზე და ეს იყო ძალადობის წახალისება", - განაცხადა სამადაშვილმა.
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.