თეგებით ძიება

15 მარტს წყალი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

15 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,  უდაბნოს ქუჩის II შესახვევის N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 მარტს, საღამოს 22:00 საათიდან 16 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ქოშიგორას დასახლებაში - უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამისა და ჭავჭავაძის ქუჩებს; ჰეიდარ აბაშიძის, ლვოვის, ოდესის, ოსეთის, ლომონოსოვის, მიხეილ ასათიანის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და  ალასანიას ქუჩებს; გაგარინის ქუჩა N5, 19/2 კარტოზიას ქუჩა.N8, ტაშკენტის ქუჩა N51-N65, N54-78, ბუდაპეშტის N1-11 და N2-10,  ნუცუბიძის ქუჩა N2-ს.

ზაჰესში - გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა