თეგებით ძიება

დასავლეთს ეგონა, რომ 2-3 კვირაში თუ ერთ თვეში რუსეთი დაინგრეოდა, ათიათასობით უმუშევარი დარჩებოდა, ქუჩაში გამოვიდოდნენ და გააპროტესტებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთს რუსეთის სწრაფი განადგურების იმედი ჰქონდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

"ჩვენ მტერს ეგონა 2-3 კვირაში თუ ერთ თვეში რუსეთი დაინგრეოდა, ათიათასობით უმუშევარი დარჩებოდა, ქუჩაში გამოვიდოდნენ და გააპროტესტებდნენ... ეგონათ რუსეთში შიგნიდან დაიწყებოდა რყევა, მაგრამ ასე არ მოხდა“, - თქვა პუტინმა. 

პუტინი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის პრობლემები მხოლოდ შიდა ეკონომიკას მოუტანს სარგებელს.

"გარკვეული ხარჯების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გასული წელი მხოლოდ მოგებიანი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გავხდით ბევრად უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა