შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, გომეწარი, ქალილო, წიფრანი, როშკა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში: ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, მღვიმე, არაგვისპირი.
11:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა თიანეთში - 9 აპრილის, რუსთაველის, ლაშარის, ნამორაძის, 300 არაგველის, მ. გელოვანის, სანიკიძის, თამარ მეფის, დუმბაძის, ბეწუკელის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.