დღეს პარლამენტის წინ დროშა დაწვა ორმა ირაკლიმ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ - დავით უსუფაშვილი
"ლელოს" ლიდერი, დავით უსუფაშვილი "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმაურება და საქართველოს მთვარობას აკრიტიკებს.
"დღეს იქ დროშა არ დაუწვია ალტ-ინფოს. დროშა იქ დაწვა ორმა ირაკლიმ. ერთმა პრემიერმა და მეორე - პარტიის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა უბრალოდ ასანთი მიაწოდა. დროშა დღეს პარლამენტის წინ დაწვა მმართველმა ძალამ. მათმა წარმომადგენლებმა და სწორედ მათი განცხადებების გაგრძელებაა ეს. ვერც ერთმა ვერ შეძლოა, რომ გამოსულიყო და ის დროშა აეწია.
ვთქვა, ვერ დაიცვეს დროშა, ვერ მოახერხეს, კაი დავუშვათ, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან, მაგრამ თუ ვინმეს ხელისუფლებიდან იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ ჩვენი კურსი ურყევია ევროპული გზისკენ, მაშინ უნდა გამოსულიყვნენ და ის დროშა უნდა აღემართათ. როგორ გამოვიდოდნენ, როდესაც თავად უზრუნველყვეს ეს და კიდევ ბევრი რამ", - განაცხადა უსუფაშვილმა.