ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები, ვინც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს.
"შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან ელოდება პატივისცემას. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს და მფარველებს, რომლებიც მას მფარველობდნენ მაშინ, როცა სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და მაშინაც, როცა თავისუფალი იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდნენ, ხელს აფარებდნენ და ამის შედეგი იყო, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად, თუ თავისი ზრახვებით შემოიპარა.
სააკაშვილი წაახალისეს და ახლა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მის გათავისუფლებას და გადაყვანას მოგვიწოდებდნენ, მოსახლეობის წინაშე უფრო მორიდებული უნდა იყვნენ, რადგან მათ შორის მათი წახალისებულია მიხეილ სააკაშვილის გეგმები. სააკაშვილს დეპუტატის სცემისთვის სასჯელი ჰქონდა და მას ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, კაფეში თუ ოფისში, ესაუბრებოდნენ უკრაინის მოქალაქეს საქართველოსა და მის მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.