თეგებით ძიება

"ახლა ვზივარ ტაქსიში, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭია...გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვგრძნობ, რომ..." - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი ახალგაზრდა ტაქსისტზე წერს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობა არც წყალწაღებულია და არც ნარკომანი.

"ახლა ვზივარ ტაქსიში, უკანა სავარძელზე, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭია, უსმენს გემოვნებიან ელექტრო მუსიკას (დაბალ ხმაზე), აცვია გემოვნებით, კუბოკრული პერანგი, ქუდი მოხდენილად, კისერზე ტატუ, წვერი მოვლილი, მანქანა ძველი მაგრამ სუფთა.

გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვგრძნობ რომ კარგი ადამიანია, პატივს ვცემ მის შრომისმოყვარეობას, მშვიდობით და ბედნიერად მოიხმაროს ის რასაც შოულობს.

ეს თაობა არც ნარკომანია, არც წყალწაღებული და არც ბოროტია, უბრალოდ კარგი თაობაა თავისი მრავალი წახნაგით.

ვეცადოთ ადამიანებს დადებითან ვუყუროთ და უმიზეზოდ ნუ შევიძულებთ.

P.S. ვიდრე ამ სტატუსს ვწერდი კლასიკური როკითაც დაამშვენა მგზავრობა (Deep Purple, Scorpions) ", - წერს მომღერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა