თეგებით ძიება

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საპატრიარქო გეგმავს დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით..." - დედა სიდონია

დედა სიდონიას ინფორმაციით, საპატრიარქო იმ სასულიერო პირების დასჯას აპირებს, ვინც ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

"ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით...

ხმამაღლა ვაცხადებ, მე მონაზონი სიდონია ვიდგები ყოველთვის და ყველგან, იქ, სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა! 

არ შემშინებია! 

არ მეშინია! 

არ შემეშინდება! 

დიდება ევროპულ საქართველოს!", - წერს დედა სიდონია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა