"სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკიდ დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას გადასცემენ სალომე კენჭიაშვილს, რომელიც თბილისში გამართული აქციების დროს წყლის ჭავლზე ხტუნავდა.
"გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - წერს კეკელიძე.