"ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ღვთისმშობლის ქანდაკება" - რა ინფორმაციას ავრცელებს მამა იეორონიმე?
მამა, იეორონიმე სოციალურ ქსელში ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიურ წყაროზე ავრცელებს ინფორმაციას.
"ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი.
მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადისქალწული მარიამის ქანდაკება იყო.
ქვემოთ ფოტოზე ასახულია აღნიშნილი ქანდაკება", - წერს სასულიერო პირი.