თეგებით ძიება

ხელოვანები არ გადიან პენსიაზე, ისინი უბრალოდ კვდებიან - ალ პაჩინო

მოკლე პროფილი

სახელი: ალფრედო ჯეიმს პაჩინო

დაბადების ადგილი: ნიუ-იორკი, აშშ

დაბადების თარიღი: 1940 წლის 25 აპრილი

პროფესია: მსახიობი

- როგორ უძლებთ საკუთარი მიღწევების “სიმძიმეს”?

- არ ვიცი. წარმოიდგინეთ მსახიობი, რომელიც ამბობს: „აღარ მინდა გავაგრძელო მსახიობობა, რადგან ჩემს ბოლო ფილმზე უკეთესს ვეღარ შევქმნი. შეიძლება ახლავე დავტოვო ეს სფერო“. ჩვენ ამას დასვენებას ვარქმევთ. შემდეგ მსახიობი სხვა პროფესიას ეუფლება. ზოგადად, არტისტისთვის უცნაური სიტყვაა „პენსიაზე გასვლა“. მხატვარი ქრისტო ამბობს, რომ ხელოვანები არ გადიან პენსიაზე, ისინი უბრალოდ კვდებიან.

- ნანობთ რომელიმე ფილმში მონაწილეობას საკუთარი საზღვრების გადალახვის სურვილის გამო?

- არაფერს ვნანობ. შეცდომებს ვუწოდებ იმ ფაქტს, რომ არასწორი ფილმი ავარჩიე, არ განვასახიერე რომელიმე პერსონაჟი ან პირიქით... მაგრამ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი ნაწილია და მისგან რაღაცას იღებ. ამიტომ, ამგვარ სიტუაციებსა და ადგილებში ყოფნა და შედეგად გამოწვეული მღელვარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგონებები, რომლებიც ავსებენ ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ არაფერს ვნანობ.

- არც „ვარსკვლავური ომებზე“ უარის თქმას?

- „ვარსკვლავური ომები“ ჩემი პირველი დიდი შეცდომა იყო.

- ფიქრობთ, რომ დღეს სხვანაირი მიდგომა გაქვს მსახიობობის მიმართ, ვიდრე მანამდე?

- დიახ. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ციკლებს გავდივართ და ასაკიც სწორედ ამას ეხება.

- გსიამოვნებთ თქვენი ცხოვრების ეს ციკლი?

- ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? როგორც ყველა ჩვენთაგანისთვის, არსებობს სასიამოვნო ან არასასიამოვნო დღეები. მე რომ მხატვარი ვიყო, ჩემს ასაკზე ვერავინ მკითხავდა.

"მე ვხატავ! მე მხატვარი ვარ!” - მეზიზღება ამის თქმა. დიდი ხნის წინ, ქალმა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, მითხრა: "როგორიც არ უნდა იყო, არავისთან თქვა, რომ ხელოვანი ხარ." მე კი ვუთხარი: „ვიცი! არ ვიტყვი!" (იცინის). მოდი ასე ვთქვათ, მე მგონი ხელოვანი ვარ. იმედია, ვარ.

https://the-talks.com/interview/al-pacino/?fbclid=IwAR2WXIWgxeDXJoxWNUphCVQfwxr2yFFE7sQFNa9GA93Byn_XgJB

l0RFXHJQ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა