გაზრდილია ალბათობა იმისა, რომ ფინეთი ნატო-ში ჩვენზე ადრე გაწევრიანდეს - რას ამბობს შვედეთის პრემიერი?
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ნატო-ში ფინეთის შვედეთზე ადრე გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა.
"ბოლო კვირების განმავლობაში ნატოში ფინეთის უფრო ადრე გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა. ანკარამ ცხადყო, რომ მას უფრო მეტი წინააღმდეგობა აქვს შვედეთის გაწევრიანებასთან, ვიდრე ფინეთთან. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი სკანდინავიური ქვეყანა შესაძლოა არ შეუერთდეს ნატოს იმ დროს, როცა ეს არის დაგეგმილი“, - განაცხადა კრისტერსონმა.