"არ იქნება “ვანოს გაზაფხული”, კუბილიუსის მაიდანი, ამერიკული მეორე ფრონტი“ - ხათუნა ხოფერია
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარებს კორუფციაში ადანაშაულებს და წერს, რომ საქართველოში მაიდანი არ იქნება.
"არ მთავრდება კორუმპირებული და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია! ჩვენი, ქართველი ხალხის სახელით ზეწოლა ხელისუფლებაზე!
S O S!!
საგანგაშოა ის, რომ ეს “ ბატონები”, ამ განცხადებებს აკეთებენ ქართველი ხალხის ნებაზე აპელირებუთ
დიახ, ისინი ამბობენ, რომ იცავენ ჩვენ ინტერესებს და გვიცავენ ჩვენ ჩვენივე ხელისუფლებისგან
რა შეგვიძლია, ასეთ რეალიბას მოწყვეტილ შემთხვევაში, გავაკეთოთ ჩვენ?….ერთად- ერთი რამ…დავუმტკიცოთ, რომ ეს ტყუილია დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ გვინდა ომი!დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ ვემხრობით ძალადობის გზით ხელისუფლების ცვლას!დავამტკიცოთ, რომ ნაცმკვლელები ვერასოდეს დაბრუნდებიან ჩვენი სამშობლოს მართვის სადავეებთან!დავუმტკიცით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და იმ ხელისუფალს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ამ მშვიდობის შესანარჩუნებლად!რომ არ იქნება “ვანოს გაზაფხული”, კუბილიუსის მაიდანი, ამერიკული მეორე ფრონტი!არასოდეს არ იქნება, სანამ ჩვენ, დიახ, ჩვენ(!), ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ცოცხლები ვართ ერთად, მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ არაადამიანური ზეწოლის და ძალადობის პირიბებში გადარჩენას საქართველოსთან ერთად!ერთად! მხოლოდ ერთად!საქართველო უპირველეს ყოვლისა!", - წერს ხათუნა ხოფერია.