აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს - ჯონ კირბი
აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
"აშშ-ის ინტერესებში არ არის, რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში", - განაცხადა კირბიმ.
რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა.