პარლამენტის წევრებმა სატელეფონო საუბრებისთვის 42 698,87 ლარი დახარჯეს - რა ინფორმაცია გავრცელდა?
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს - 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა.
"2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა.
2021 წელს 52 დეპუტატიდან, მხოლოდ ორი დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, 2022 წელს კი 62 დეპუტატიდან კი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ: დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი", - ავრცელებს "ინტერპრესნიუსი“ საქართველოს პარლამენტზე დაყრდნობით.