"ბავშვი უმძიმესადაა, ველოდები თურქი ექიმების პასუხებს გადაარჩენენ თუ ვერა..." - შოთო სიხარულიძე ბათუმში დაღუპული 10 წლის ბიჭის ძმაზე
"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ დაშავებული, 3 წლის დანიელი უმძიმეს მდგომარეობაშია.
"ბავშვი უმძიმესადაა, ემიგრანტებო, მეგობრებო, ველოდები თურქი ექიმების პასუხებს გადაარჩენენ თუ ვერა.... 3 წლის დანიელი უგონოდაა, როგორც კი მექნება ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობაზე მაშინვე გაგაგებინებთ... ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს.
ერთ წამში დანგრეული ბედნიერება.... უფალო გადაურჩინე მეორე შვილი, რომ ცხოვრების სიცოცხლის გაგრძელება მის გამო მაინც შეძლონ.... ემიგრანტებო დავმუნჯდი მე ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ… ცხოვრება უცებ დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად ექცათ…. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ.....
არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ......
ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი... თანავუგრძნობ პირველრიგში დედ-მამას როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე. პატარა დავიდს ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის სამოთხის ანგელოზები", - წერს შოთო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ბათუმის ბულვარზე, ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვენი იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი კმძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.