თეგებით ძიება

ასეთი პროვოკაციებით შეიძლება დიდი ცეცხლი დაინთოს - "უცნობი“ "ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვაზე

მომღერალი, გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთმა პროვოკაციებმა შესაძლებელია “ძალიან დიდი ცეცხლი გამოიწვიოს..“.

“ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს, “ის ცეცხლი…” და თუ მაინცდამაინც გვინდა, დავაწესოთ ერთი დღე – ”პარლამენტში შეჭრის დღედ საქართველოში“, ან კიდევ “სპეცრაზმელის ”მოლოტოვის” კოქტეილით დაწვის დღე“, ანდაც “პარლამენტზე ალყის შემორტყმის დღე“.. გვეყოფა, გვეყოფა ქართველებო დაპირისპირება! საქართველოს ახლა სჭირდება დრო, რომ გაიაროს უკრაინაში, ევროპაში მიმდინარე ეს ომი“, - განაცხადა უცნობმა.

ცნობისთვის, 14 მართს პარლამენტთან "ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა