"დანიელმა თვალები გაახილა და დედა მოითხოვა... დედა კი ბათუმში 10 წლის შვილს გლოვობს" - რა ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში დაღუპული 10 წლის ბიჭის ძმაზე?
"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულ 3 წლის დანიელზე წერს, რომ ბავშვი გონზე მოვიდა.
"თვალები გაახილა, თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა... მთელი ღამე არ მეძინა, ველოდებოდი პასუხებს. 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა... დედა მინდაო, დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს.... როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება, რომ დედა ვერ მივა მასთან..
ბევრი მეკითხებით დაკრძალვა როდისაა დავითისო, ბავშვს, სავარაუდოდ, უკრაინაში დაკრძალავენ. დღეს გადაწყდება ზუსტად და გეტყვით. ალბათ, დავითი ზეციდან ლოცულობდა ანგელოზებთან ერთად მის ძამიკოზე და არ მისცა უფლება, მასთან გაფრენილიყო სათამაშოდ....“, - წერს შოთო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ბათუმის ბულვარზე ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.