თეგებით ძიება

ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ რამე განსაკუთრებული „შოკი არ გამოიკვეთა”, ინფლაციის შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო.

„რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ პიკი 2021 წელს გავიარეთ, როგორც პროგნოზირებადი იყო, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუ რამე განსაკუთრებული შოკი არ გამოიკვეთა, ეს შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს პროგნოზირებული იყო და ამ პროგნოზს მიჰყვება.

მოლოდინები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, ჩვენს მოლოდინებზე გავლენას გაცვლითი კურსი და ინფლაციის დინამიკა ახდენს. თვის ბოლოს, 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გვექნება და იმ მომენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზს გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა მესტვირიშვილიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა