"გაგიჟდა "ქართული ოცნება", საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
პარტია "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წიგნის ფოტოებს, რომელსაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულებს ურიგებენ.
"გაგიჟდა "ქართული ოცნება", საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!
გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშედა უფასოდ ავრცელებენ.
ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.
ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი", - წერს კუპრაძე.