თეგებით ძიება
15. 03. 2023 ვიდეო

"გვიშველეთ, გვავიწროებენ, შემოიყვანეთ მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი. რუსებს აქ არ ეცხოვრებათ" - საქართველოში რუსული პროპაგანდა გააქტიურდა (ვიდეო)

რუსული პროპაგანდა საქართველოში აქტიურად ამოქმედდა, რისი დასტური სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოცაა, სადაც ასახული ადამიანები თავს რუსებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში თითქოს ავიწროებენ ამიტომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდოებოების შემოყვანისკენ მოუწოდებენ.

"ძმებო, ჩვენ ისეთივე რუსები ვართ, როგორც თქვენ. ათეულობით წელია საქართველოში ვცხოვრობთ - აქ გვაქვს სამსახურები და გვყავს ოჯახები. ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში - ვითარება უკრაინული სცენარით ვითარდება. დიდი თხოვნა გვაქვს - გვიშველეთ, ჩვენ აქ გვავიწროებენ. თავდაცვის სამინისტრო, მოგმართავთ თხოვნით - შემოიყვანეთ მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი, რადგანაც რუსებს აქ არ ეცხოვრებათ, თუ ქართული "მაიდანი" გაიმარჯვებს", - აცხადებს ვიდეოში ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავს რუსს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. საოკუპაციო ჯარები დღემდე დგას ასაქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში. რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და იტაცებს ქართულ მიწებს.

იხილეთ ვიდეო აქ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა