თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
2023 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75,733 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, თებერვლის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი – 157 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.