მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში, - განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
15 მარტი მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.