თეგებით ძიება

ბათუმში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 10 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა აბრამიანის პატიმრობაში დატოვებას მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო ითხოვდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ აბრამიანის გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ბატუტის მეპატრონე ედუარდ აბრამიანი კი პატიმრობაში რჩება.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში 12 მარტს მოხდა, როცა ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად, 10 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი 3 წლის ბავსი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკაში გადის. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა