თეგებით ძიება

ვინ არის ქართველი მოსწავლე, რომელიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამით იმყოფება და თვის მონაწილედ დასახელდა? - გაიცანით წარმატებული ქართველი გოგო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი მოსწავლის სესახებ წერს, რომელიც გაცვლითი პროგრამით აშშ-შია და თვის მონაწილედ დასახელდა.

წარმატებული ქართველი მოსწავლე, მარიამ ქურდაძეა.

"ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში ჩვენი გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა. მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა